Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი ნარმანიას სთხოვს, მეტად  წარმოაჩინოს, რასაც აკეთებს

08 დეკემბერი, 2015 13:40

„დავით ნარმანია არის ადამიანი, რომელსაც ვიცნობ თითქმის 20 წელია. ის გამორჩეულია ცოდნით, პატიოსნებითა და უანგარობით, როდესაც საქმე ეხება შრომას", - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას აფასებს.

უსუფაშვილის თქმით, თბილისს აქვს ბევრი თემა და საკითხი, რომლის მოგვარებასაც სჭირდება ბევრი ადამიანის ერთობლივი შრომა, ამ შრომას კი - გარკვეული გამოკვეთა, წარმოჩენა.

„შესაძლოა დავითების პრობლემაა. მეც მეუბნებიან, რომ ნაკლებს წარმოვაჩენ, ვიდრე ვაკეთებ და დათოსაც [ნარმანიას] მინდა ვთხოვო, მეტად  წარმოაჩინოს ის, რასაც აკეთებს, თავადაც და მერიაც. ყოველი ჯერ კიდევ ამოუვსებელი ორმო ქალაქში ნუ იქნება შეფასების კრიტერიუმი, ან ჯერ კიდევ დაურგავი ხე", - ამბობს დავით უსუფაშვილი. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ხეები მართლა ირგვება და ეს კარგია. „ნახევარი მილიონია თუ რამდენი, ეს არ ვიცი, გარემოს დაცვა რომ არის მერიის პრიორიტეტი, ეს კარგია მომწონს და ვურჩევ, რომ ასე გააგრძელოს", - თქვა უსუფაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^